სითბო

3c1277e5dae71177d838eedea01ee669

დღეს წვიმიანი ამინდია და გარშემო მოწყენილობაა. ცა დაბურული, მუქი ნაცრისფერია. ღრუბლები მზის სხივებს არ ატარებენ რომ მათ მაინც შემოიტანონ მხიარულება ჩემს პატარა დაბურულ ოთახში. არადა, როგორ მიყვარ წვიმის დროს უცბად მზის გამონათება. თან თავისი მეგობარი ცისარტყელაც თან რომ მოჰყავს ხოლმე. სტუმრები მიყვარს მოწყენილ დღეებში. ბავშვობაშიც ასე ვიყავი. სახლში უფერულ გარემოს დედასთან მოსული დაქალი ან ვინმე ნათესავი აფერადებდნენ. სახლის გაციებულ კედლებსა და კუწკუწა თმიან გოგოს მოწყენილ თვალებს კი  ბებოს მოსვლა ათბობდა. როგორც დახვედრა, ასევე ადამიანებთან სტუმრად მისვლაც ხალისიანი იცის. არ მიყვარდა როდესაც მისი წასვლის დრო დგებოდა. ბებოს წასვლა და ისევ მარტოობის დასადგურება სახლში ერთი იყო. მინდოდა სულ ჩემთან ერთად ყოფილიყო და თავისი უცნაური ისტორიებით გავეთბე და შევევსე. მეტირებოდა მისი ყოველი წასვლის დროს. თუმცა ცრემლებს ვმალავდი. აბა რა ვაჟკაცობა იქნებოდა ცრემლების გადმოყრა და ჩემი სისუსტის დანახება ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გოგო ვიყავი სულ იმას მასწავლიდა იცოდე ვაჟკაცები არ ტირიან და შენც არ იტიროვო. ადრე ვითვალისწინებდი და თვალიდან ცრემლს არ ვუშვებდი. მაგრამ, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ უცრელმოდ ყოფნამ დიდი ლოდი დამადო გულზე. Continue reading “სითბო”

ფილმი, რომელსაც ვერ მოყვები

ფილმის ყურება ყველას სიამოვნებს, ხოლო მისი მოყოლა – მხოლოდ მცირე რაოდენობას. განსაკუთრებით მაშინ რთულდება საქმე, როდესაც ტრანსცენდენტურ კინოზეა საუბარი. ფილმებში ხშირად ვხვდებით ისეთ მომენტებს, რომლებსაც, ძალიანაც რომ მოვინდომოთ და ვეცადოთ, ვერ აღვწერთ. ეს შეიძლება იყოს პერსონაჟის სახის გამომეტყველება, მგრძნობიარე ცეკვა ან, უბრალოდ, სიუჟეტი, რომლის სიტყვებით გადმოცემაც რთულია.

იაპონურ კულტურაში ტრანსცენდენტური კინოს ნიმუშები მრავლადაა. მათი ფილმები თითქმის ამაზეა აგებული. სამყაროს მათეული ხედვა განსხვავდება სხვა ერების ხედვისგან. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, დასავლელ ხალხს უჭირს იაპონური ფილმებისა და, ზოგადად, კულტურის გაგება. მაგალითად, აღმოსავლური ხელოვნება საღვთოსა და საეროს არ ჰყოფს ერთმანეთისგან. ფილმებში ეს, რა თქმა უნდა, იგრძნობა.

აკირა კუროსავას ფილმი „სიზმრები“ იაპონური კულტურის, კერძოდ,ტრანსცენდენტური კინოს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. Continue reading “ფილმი, რომელსაც ვერ მოყვები”

პატარა მეომრები

დილიდან სახლში განწირული ხმები ისმის:
სად არის ჩემი ხმალი? ეს ტროას ცხენი სადღა დაიკარგა?
-ეთუნა იბრძოლე რა ვაჟკაცურად, რა გოგოსავით იქნევ მაგ ხმალს. ხომ გითხრი ეგრე ნუ იბრძვი მეთქი. ცოტა ვაჟკაცურად შემებრძოლე ბოლოს და ბოლოს აქილევსი ვარ!
-მე გოგო ვარ, თან 5 წლის და როგორ უნდა შეგებრძოლო!

ჩემს ბიძაშვილებს ხანდახან წიგნებს ვუკითხავ, ამბებს ვუყვები ან ფილმებს ვაყურებინებ რომლებიც მგონია, რომ დააინტერესდებათ. ამიტომ, სახლში ხან ტროას ომი იმართება, ხან კარლსონი დაბზუილებს, ხან რომელიმე პრინცი ხმლით Continue reading “პატარა მეომრები”

პერფორმანსის ხელოვნების ბებია

marina-abramovic-rest-energy-with-ulay-1980-courtesy-the-artist-and-lisson-gallery ხელოვნების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მას საზღვრები არ აქვს. ეს უსაზღვრობა ხელოვანს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტოს, რა არის ხელოვნების ნიმუში. სწორედ ამიტომ აქვს თითოეულ ხელოვანს თავისებური სტილი და ორიგინალურობა. ამ გზით ადამიანი წარმოაჩენს თავის ფიქრებს, აზრებს, შეხედულებებს მხოლოდ საკუთარ, ორიგინალურ სტილში.

მარინა აბრამოვიჩის ნამუშევრების გამორჩეულობაც სწორედ მის ორიგინალურობაში და უნიკალურობაში მდგომარეობს. თუ შევადარებთ მას სხვა ხელოვანებს, მისი არჩეული გზა, მოეპოვებინა საზოგადოების ყურადღება, არ იყო ადვილი. მან, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი სხეული წარმოადგინა,როგორც არტ-ობიექტი და პუბლიკა, როგორც უნებლიე მონაწილე ან ავტორი ხელოვნების ნიმუშის შექმნაში. Continue reading “პერფორმანსის ხელოვნების ბებია”

მკვდარი ნიცშე

ყოველთვის ჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ხალხში გაბატონებულ კანონებს და შეხედულებებს, პოლიტიკურ მმართველობაში ხედავს დეფექტებს, რომლებსაც ხალხი ვერ ამჩნევს და ჰგონია, რომ ბედნიერად და კარგად ცხოვრობს. სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება ფრიდრიხ ნიცშე. ასე მოაზროვნე ხალხის რიცხვი კი სიმრავლით  არ გამოირჩევა. ნიცშემ, როგორც კრიტიკოსმა, ბევრი ცვლილება შეიტანა ადამიანთა აზროვნებაში. მისი კრიტიკა შეეხებოდა არა მხოლოდ მის დროს გავრცელებულ და აღმოცენებულ Continue reading “მკვდარი ნიცშე”

ხელოვნება კედლებიდან

ადამიანები ყოველთვის ცდილობენ შექმნან რაიმე ახალი და განსხვავებული, განსაკუთრებით, როცა ისინი მუშაობენ ხელოვნების სფეროში ან უბრალოდ დაინტერესებულები არიან ხელოვნებით. ფილმი „გასასვლელი საჩუქრების მაღაზიიდან“ სწორედ ერთ-ერთი მაგალითია სიახლისკენ ასეთი სწრაფვისა. იყო ხელოვანი – ყოველთვის რთული ჩანს, როდესაც შორიდან უყურებ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე რთული ყოფილა. მისტერ ბრეინუოშის ხელოვნებისნიმუშები მის გონებაში წარმოშობილი სურვილების რეალიზებაა. Continue reading “ხელოვნება კედლებიდან”

ტყეში

დაახლოებით ერთი კვირის წინ ნათესავებთან ვიყავი ტყიბულში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინაც ვიყავი ეს ქალაქი მაინც იგივე დარჩა. არაფერი შეცვლილა. ამ ქალაქში თითქოს დრო არც წინ მიდის არ უკან უბრალოდ ერთ ადგილზეა გაჩერებული. ცვლილებას ვერ გრძნობ. ამ ქალაქში ყოფნისას ყველა ის ნანახი ფილმი გამახსენდა, რომლებიც გადაღებულია პატარა ქალაქებში. გამორჩეულად ის ფილმები,  სადაც ქალაქები ყტის პირასაა გაშენებული და ბევრი უჩვეულო რამ ხდება. მოკლედ, მე ფანტასტიკის მოყვარული ადამიანის თვალით შევხედე ამ ქალაქს და უცებ ძალიან სიანტერესოგახდა ყველაფერი. შავ–თეთრ ნახატს Continue reading “ტყეში”