მკვდარი ნიცშე

ყოველთვის ჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ხალხში გაბატონებულ კანონებს და შეხედულებებს, პოლიტიკურ მმართველობაში ხედავს დეფექტებს, რომლებსაც ხალხი ვერ ამჩნევს და ჰგონია, რომ ბედნიერად და კარგად ცხოვრობს. სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება ფრიდრიხ ნიცშე. ასე მოაზროვნე ხალხის რიცხვი კი სიმრავლით  არ გამოირჩევა. ნიცშემ, როგორც კრიტიკოსმა, ბევრი ცვლილება შეიტანა ადამიანთა აზროვნებაში. მისი კრიტიკა შეეხებოდა არა მხოლოდ მის დროს გავრცელებულ და აღმოცენებულ იდეოლოგიებს, ასევე დემოკრატიისა და რელიგიის, კერძოდ, ქრისტიანობის ზეგავლენას ადამიანთა შორის გაბატონებულ შეხედულებებსა და ღირებულებებზე.

ნიცშე ამტკიცებდა, რომ ადამიანი არ უნდა გაჩერდეს ერთ ადგილზე და მისი ყოფა რუტინული არ უნდა გახდეს, მხოლოდ სახელმწიფოს კანონების დაცვისგან არ უნდა შედგებოდეს. მისი მთავარი მოწოდება ხალხისთვის იყო ბრძოლა, რისკზე წასვლა, ხიფათით ცხოვრება. ასეთი ცხოვრებით ადამიანი საბოლოოდ მიიწევს „ზეკაცისკენ’’, იდეალური მდგომარეობისკენ. მაგრამ ამ მდგომარეობამდე მისაღწევად ადამიანმა სამი ეტაპი უნდა გაიაროს. თითოეული ეტაპი მის გამოფხიზლებას გულისხმობს და მისთვის ცხოვრების ხედვის ახალ პერსპექტივებს სახავს. პირველი ეტაპი არის აქლემის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დამონებულია სარწმუნოებრივ მორალსა და დადგენილ, გაბატონებულ ნორმებს. მისი გარდასახვა იწყება აქლემის მდგომარეობის გადალახვით, რითაც იგი თავისუფლდება ზემოთ მოხსნიებული მორალისა და ნორმებისაგან. შემდეგი, ანუ მეორე ეტაპი არის ლომი – ადამიანმა ამ მდგომარეობაში კრიტიკულად უნდა შეხედოს ყველაფერს და გააანალიზოს, რა სურს. ეს ხდება უდაბნოში, სადაც მას შეეძლება თავისუფლად ფიქრი საკუთარ თავთან.  ამის შემდეგ იგი გარდასახვის საბოლოო ეტაპზე გადავა – ბავშვის ეტაპზე. ამ დროს იგი თავისუფალია, მისი გონება არანაირად არაა ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული. იგი თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და მისთვის შეზღუდვები არაფერს წარმოადგენს, ბედნიერების გრძნობითაა სავსე. „დიახ, ძმებო, შექმნის თამაშს სულის ღვთაებრივი დასტური სჭრიდება: ახალა სული საკუთარი ნებით ნებელობს, სამყაროდაკარგული, საკუთარ სამყაროს მოიპოვებს“ (შთა 2. ფრიდრიხ ნიცშე. გვ29).

ნიცშეს აზრით, ფილოსოფია კეთილისა და ბოროტის მიღმა დგას. ფილოსოფოსები არიან გამორჩეული ადამიანები, რომელთაც იგი ახალ არისტოკრატიად მიიჩნევს. არისტოკრატები ოდითგანვე გამორჩეულნი იყვნენ და მათი მსოფლმხედველობა მდაბიო ადამიანების მსოფლმხედველობისგან განსხვავდებოდა. ისინი სიმაღლისა და სიძლიერისკენ მიიწევდნენ,  ადამიანთა ცივილიზებული, ამაღლებული გვარის წარმოშობისკენ. ადამიანთა მოდგმა არისტოკრატიის მეშვეობით მაღლდებოდა. ფილოსოფოსების წყალობითაც იგივე ხდებოდა. ამიტომ მიიჩნევს ნიცშე ფილოსოფოსებს ახალ არისტოკრატიად. მათში საერთო თვისებები ერთიანდება, რაც საბოლოოდ კაცობრიობისთვისაა საჭირო და კარგის მომტანი. ფილოსოფოსები არ ემორჩილებიან გაბატონებულ კანონებს და მათ, სხვებისგან განსხვავებით, ღირებულებათა გადაფასება შეუძლიათ. ადამიანები ცხოვრობენ „ბედნიერად“, სანამ ფილოსოფოსები არ დაიკავებენ ხელში მმართველობის სადავეებს და კაცობრიობას კარგ მომავალს არ შეუქმნიან. ეს არ იქნება საზოგადოების წნეხა გაბატონებული აზრებითა და შეხედულებებით. როგორც არისტოკრატი არასოდეს არ დამდაბლდება და მდაბიოსკენ სწრაფვა არ ექნება, ასევე ფილოსოფოსიც არასოდეს არ გახდება უგუნური. ადამიანი როდესაც გაიგებს, თუ რა არის ზედა ფენაზე ყოფნა, ძირს ჩამოსვლის სურვილი არასოდეს გაუჩნდება. ნიცშე კიდევ ერთ ნათელ მხარეს პოულობს ფილოსოფოსებსა და არისტოკრატებში: მათ, ორივეს ძალაუფლება სულიერებით აქვთ მოპოვებული. ისინი სულიერად ძლიერები არიან.

ნიცშეს ერთ-ერთი მოწოდება ხალხის მიმართ არის ძალაუფლებისკენ სწრაფვა, რაც ისედაც აქვს ადამიანს და ცდილობს, რომ დამალოს. ნიცშეს აზრით, ეს მთავარი მამოძრავებელი ძალაა არისტოკრატიისა. როდესაც ძალაუფლებისთვის იბრძვი, შენში იღვიძებს ადამიანი, რომელსაც უფრო მეტის მოპოვება სურს. მისწრაფებები გეზრდება და შემდეგ უკვე აღარ გსურს ქვემოთ დაშვება. ძლიერთა მორალი არისტოკრატიიდან მოდის. მათში იყო გაბატონებული აზრი, რომ ადამიანი არ უნდა იყოს სუსტი, მდაბიო და ა.შ. ძლიერ ადამიანებს სიძველის პატივისცემა შეუძლიათ, მათ მორალს ახასიათებს კრძალვით მოპყრობა წარმომავლობისა და წინაპრების მიმართ. სხვა ადამიანებს ეს არ შეუძლიათ და ისინი თითქოს გაუგებრად მიისწრაფვიან პროგრესისაკენ. ბატონთა მორალს მდაბიო ადამიანები ვერ სწვდებიან ამიტომაც სძულთ ისინი, რადგანაც მათ დონემდე ვერ ავლენ. ძალაუფლებისკენ სწრაფვა – ეს სიცოცხლისკენ სწრაფვაა, ადამიანური გვარის გაძლიერებისკენ სწრაფვა, რომელიც ყოველთვის მოითხოვს მდაბიოს დაჩრდილვას.

სიძლიერის მოსაპოვებლად საჭიროა ზიზღის გრძნობა – გძულდეს ის, რაც მდაბიურია და შენთვის მიუღებელი, რაც შენგან ძალიან შორსაა. „ზიზღის ღირსია სულმოკლე, ლაჩარი, მეწვრილმანე, ის, ვინც ვიწრო სარგებლიანობაზე ფიქრობს; იგივე ეხება ჭკვიან კაცს თავისი გაუბედავი გამოხედვით, ადამიანის ძაღლის ტიპს, რომელიც თავსაც იმცირებს და სხვისგანაც აბუჩად აგდებასაც ადვილად იტანს, პირმოთნე მათხოვარს, უპირველეს ყოვლისა – მატყუარას“ (შთა, ნიცშე, გვ.36). ადამიანს ყოველთვის უჩნდება ზიზღი იმის მიმართ, რაც სრულიად არასაპატივცემულოა. ამიტომაც გრძნობს ყოველთვის ამას კეთილშობილი ადამიანი, როდესაც ბოგანოსთან უხდება კავშირი. ნიცშე ამ გრძნობას იმიტომ თვლის განსაკუთრებულად, რომ ადამიანს უჩნდება სურვილი, გაექცეს ჩვეულებრივს  და ზემყოფისკენ, დიდებულისკენ იწრაფვოს.

ზემოთ მოხსენიებულ ორ გრძნობას, რომელთაც ნიცშე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა და ასევე, რისკს მის მოძღვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თუ არ გარისკე, თუ არ გადაიჩეხე, ისე ვერაფერს ვერ მიაღწევ. ადამიანი ყოველთვის წინ უნდა მიდიოდეს და ერთ ადგილზე გაჩერებული, დაბმული და საზოგადოებრივ კანონებს დამონებული არ უნდა იყოს. პირიქით, წინ სვლა უნდა შეეძლოს. ძალაუფლების მოპოვებას სჭირდება რისკი – იმისთვის, რომ იყო დიდებული, რომ სულიერება მოიპოვო.

 

დატოვე კომენტარი

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

litagora.wordpress.com/

ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსი

Mariam Meritamen's Blog

შეაგროვე მოგონებები და არა ნივთები!

კომორები/Komorebi

ლიტერატურულ-სახელოვნებო ჟურნალი

Sally Janelly's Blog

ბლოგი მოგზაურობაზე

Niksologia

აკრძალულია აკრძალვა!

Salomeaa's Blog

ლიტერატურული ბლოგი ...

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.

Chedozempr Welcomes

Welcome here, you Chenezempr!